დასაქმების ინოვაციური პლატფორმა!


თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობების მარტივად და კომფორტულად გამოსავლენად ჩვენ შევქმენით ინოვაციური პლატფორმა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამწუხაროდ დამსაქმებლები ხშირად ვერ ამჩნევენ თქვენს რეალურ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს. ამიტომაც, თქვენზე მორგებული სისტემა, MyQ.ge მოგცემთ საშუალებას ძალიან მარტივად, და რაც მთავარია, უფასოდ წარუდგინოთ თქვენი რეალური შესაძლებლობები ქვეყნის უმსხვილეს დამსაქმებლებს.

MyQ.ge -ის უნივერსალური ტესტები, თამაშები და ფორმულები ორიგინალურად გაზომავს თქვენი მეხსიერების სიძლიერეს, სისწრაფეს, კონცენტრაციას, ლოგიკურ და მათემატიკურ აზროვნებას, უცხო ენისა და საოფისე პროგრამების ფლობას და სწრაფად და მარტივად მიაწვდის ამ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ კომპანიებს.

შემოგვიერთდით და იპოვეთ სასურველი სამსახური ჩვენთან ერთად!