რომელ სამსახურს მოერგები ყველაზე უკეთ?

კონფუცი ამბობდა: „შეარჩიე ისეთი სამსახური, რომელიც გიყვარს და მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი დღეც კი არ მოგიწევს იმუშაო“.
არ არის რთული შეიყვარო შენი სამსახური, თუ ის სრულად ერგება შენს პიროვნებას. მაგალითად, სოციალურ ადამიანებს ძალიან უყვართ გაყიდვებში მუშაობა, მაგრამ მორცხვებს უჭირთ და ვერ ეგუებიან ამ პოზიციას.
ქვევით წარმოგიდგენთ ცხრა განსხვავებული ტიპის ადამიანისათვის შესაფერის სამსახურებს. წაიკითხეთ ყველა აღწერა, რათა გაარკვიოთ თუ რომელ ტიპს მიეკუთვნებით თქვენ და რომელ სამსახურს მოერგებით ყველაზე უკეთ.

ინტროვერტი
აღწერა: ინტროვერტებს ურჩევნიათ მარტო ან პატარა ჯგუფში მუშაობა. ძირითადად, ისინი ძალიან კონცენტრირებულები და საქმეზე ორიენტირებულები არიან.
იდეალური ინდუსტრიები: ცხოველებზე ზრუნვა, მუზეუმში მუშაობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მეცნიერება.
იდეალური სამსახური: ვეტერინარი, არქივარიუსი, სოციალური მედიის მენეჯერი, კომპიუტერული პროგრამისტი, მკვლევარი, ბუღალტერი.

ექსტრავერტი
აღწერა: ექსტრავერტებს, პირიქით, უყვართ ძალიან დიდ ჯგუფებში მუშაობა. მათ მოსწონთ სახალხო გამოსვლები და ჯგუფის ლიდერობა. ასევე სიამოვნებბთ, როდესაც რამდენიმე საქმეს ერთდროულად აწარმოებენ.
იდეალური ინდუსტრიები: ადამიანური რესურსები, საზოგადოებასთან ურთიერთობები, გაყიდვები, ჯანდაცვა.
იდეალური სამსახური: ადამიანური რესურსების წარმომადგენელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, უძრავი ქონების აგენტი, ფსიქო-თერაპევტი, მსახიობი.

ორგანიზატორი
აღწერა: ორგანიზატორი არის დეტალებზე ორიენტირებული, პრაგმატული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს როდესაც მიჰყვება სტანდარტულ წესებსა და პროცედურებს. ასეთებს უყვართ ისეთ სამსახურში მუშაობა, სადაც შეძლებენ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას.
იდეალური ინდუსტრიები: გამომცემლობა, ადმინისტრაცია, ფინანსები.
იდეალური სამსახური: რედაქტორი, ოფისის მენეჯერი, ადმინისტრაციული ასისტენტი, ბუღალტერი.

ხელოვანი
აღწერა: ხელოვანებს უყვარს კრეატიულობა და ინოვაციურობა თავიანთ საქმიანობაში. მათ, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ განახორციელონ თავიანთი იდეები, ვიდრე მიყვნენ სხვისას.
იდეალური ინდუსტრიები: დიზაინი, მწერლობა, მარკეტინგი, საზოგადოებრივი ურთიერთობები, თეატრი, მუსიკა.
იდეალური სამსახური: ინტერიერის დიზაინერი, პროდუქტის დიზაინერი, გრაფიკული მხატვარი, მწერალი, მარკეტინგის მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, მსახიობი, კომპოზიტორი, მუსიკოსი.

მზრუნველი
აღწერა: სერვისზე ორიენტირებული ადამიანია რომელსაც სიამოვნებს სხვა ადამინების საჭიროებების აღმოჩენა. ის „ხალხის ადმიანია“ და მოსწონს როდესაც ხალხის კეთილდღეობისთვის შრომობს. მზრუნველი ტიპები გამოირჩევიან პასუხისმგებლობის ძლიერი განცდით და ორგანიზატორული ნიჭით.
იდეალური ინდუსტრიები: მედიცინა, განათლება, სოციალური მომსახურება, ადმინისტრაცია, ადამიანური რესურსები, გაყიდვები.
იდეალური სამსახური: ექიმი, ექთანი, დიეტოლოგი, ლოგოპედი, ფსიქო-თერაპევტი, ძიძა, მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, ადმინისტრაციული ასისტენტი, ოფისის მენეჯერი, დღესასწაულების დამგეგმავი.

ბიზნესმენი
აღწერა: დაბადებულია ლიდერად, რომელსაც მოსწონს სხვების მენტორობა, უყვარს ადამიანების ჯგუფების შექმნა და მათი ხელმძღვანელობა. ასეთი ტიპის ადამიანებს შეუძლიათ პროექტის თავიდან ბოლომდე შეფასება, თუმცა მათ არ ეშლებათ საქმეების დელეგირება და გადანაწილება. ისინი ძალიან თავდაჯერებულები და ამბიციურები არიან.
იდეალური ინდუსტრიები: ბიზნესი, ფინანსები, იურისპრუდენცია, სამთავრობო დაწესებულებები.
იდეალური სამსახური: კორპორაციული აღმასრულებელი ოფიცერი, ბიზნესის ტრენერი, იურისტი, მოსამართლე, პოლიტიკოსი.

ანალიტიკოსი
აღწერა: ანალიტიკოსებს მოსწონთ თეორიების გაანალიზება და ამისათვის ლოგიკური აზროვნების გამოყენება. ამ ტიპის ადამიანებს უყვართ, როდესაც მარტო მუშაობენ და უმკლავდებიან კომპლექსურ პრობლემებს. მათი უმრავლესობა დეტალებზე ორიენტირებულია და ეს ფაქტი ძალიან მოსწონთ.
იდეალური ინდუსტრიები: მეცნიერება, მედიცინა, სამხედრო სამსახური, სამართალი, ბიზნესი, IT, ფინანსები, აკადემია
იდეალური სამსახური: ინჟინერი, დოქტორი, მკვლევარი, სამხედრო ლიდერი, იურისტი, დეტექტივი, მოსამართლე, კორპორატიული სტრატეგი, ბიზნეს მენეჯერი, კომპიუტერული პროგრამისტი, ბუღალტერი, პროფესორი.

იდეალისტი
აღერა: იდეალისტებს მოსწონთ ისეთ სამსახურში მუშაობა, საიდანაც შეუძლიათ სამყარო უკეთესი გახადონ. მათი მუშაობის ნაყოფიერება სწორედ მაშინ არის დადებითი თუ მიზანი სოციალურ პროგრესს ემსახურება. ასეთ ადამიანებს ძირითადად მოსწონთ გუნდში სხვებთან ერთად მუშაობა.
იდეალური ინდუსტრიები: სოციალური სამსახური, ადამიანური რესურსები, განათლება, ჯანდაცვა, ხელისუფლება, ხელოვნება
იდეალური სამსახური: სოციალური მუშაკი, მრჩეველი, პედაგოგი, ლოგოპედი, ფიზიოლოგიური თერაპევტი, პოლიტიკოსი, ფოტოგრაფი, დიზაინერი, პროდიუსერი, აქტივისტი.

რეალისტი
აღწერა: რეალისტებს მოსწონთ მხოლოდ და მხოლოდ რეალური და მატერიალური შედეგების მიღება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულობის გამო ისინი ხშირად ინარჩუნებენ სიმშვიდეს ურთულეს მომენტებშიც კი.
იდეალური ინდუსტრიები: სპორტი, ვაჭრობა, წარმოება, მშენებლობა, ტრანსპორტირება, მეცნიერება, ბიზნესი, სამართალი, აგროკულტურა.
იდეალური სამსახური: პერსონალური ტრენერი, დურგალი, სანტექნიკოსი, მექანიკოსი, ელექტრიკოსი, პილოტი, მძღოლი, ბიზნეს ანალიტიკოსი, პოლიციელი, დეტექტივი, მეხანძრე, ფერმერი.