მოტივაცია უპირველეს ყოვლისა!

ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ მოტივაცია და გამონაკლისი არც სასურველი სამსახურის მოძიებაა. ამიტომაც ქვევით გთავაზობთ 20 საუკეთესო გამონათქვამს, რომელიც სასურველი სამსახურის მოძიებაში დაგეხმარებათ:

• „არასოდეს გადადო ხვალისთვის რაიმეს გაკეთება, თუ ეს დღეს შეგიძლია!“ - ტომას ჯეფერსონი
• „თუ შვიდჯერ წაიქცევი, მერვეჯერ წამოდექი!“ - იაპონური სიბრძნე
• „ვინც წარსულისგან ვერ სწავლობს, განწირულია იმისთვის რომ თვითონვე გაიმეოროს შეცდომა.“ - ჯორჯ სანტაიანა
• „მომავალი მათ ეკუთვნის, ვისაც თავიანთი ოცნებების მშვენიერების სჯერა!“ - ელეანორ რუზველტი.
• „სიგიჟის განსაზღვრება ასეთია: აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგებს.“ - ბენჟამენ ფრანკლინი
• „გაარკვიე ყველაზე მეტად რისი გაკეთება მოგწონს და აიძულე სხვები ამაში ხელფასი გადაგიხადონ!“ - ქეთრინ ვეითჰორნი
• „ერთი მნიშვნელოვანი რამ წარმატების მისაღწევად თვითდაჯერებულობაა. მნიშვნელოვანი რამ თვითდაჯერებულობის მისაღწევად - მომზადებაა“ - არტურ აში
• „მარცხიდან მარცხამდე იარო ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე - ეს წარმატებაა!“ - უინსტონ ჩერჩილი
• ყოველდღე გააკეთე ის საქმე, რომელიც გაშინებს.“ - ელეონორ რუზველტი
• „მარცხის ნუ შეგეშინდება. ნუ დახარჯავ დროს შენნი მარცხის დასაფარავად. ისწავლე შენს შეცდომებზე და გადადი მომდევნო ეტაპზე. მარცხს არა უშავს. თუ არ დამარცხდები, ისე ვერ გაიზრდები.“ - სტენლი ჯადი
• „გარისკე: თუ გაიმარჯვებ, ბედნიერი იქნები; თუ დამარცხდები, უფრო ჭკვიანი გახდები.“ - უცნობი ავტორი.
• „შესაძლებლობები არც ისე ხშირად ჩნდება, ამიტომაც უნდა გამოიყენო როგორც კი ამის შესაძლებლობა გაქვს.“ - ოდრი ჰეპბერნი
• „როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება ხოლმე. მაგრამ ჩვენ ისე დიდხანს ვუყურებთ დახურულ კარებს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ კარებს, რომლებიც ჩვენთვის გაიხსნა.“ - ალექსანდრ ბელი
• „შეარჩიე ისეთი სამსახური, რომელიც გიყვარს და მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი დღეც კი არ მოგიწევს იმუშაო“ - კონფუცი.
• „წარმატება არ მოვა შენთან, არამედ შენ უნდა მიხვიდე მასთან!“ - მარვა კოლინსი
• „არ მითხრათ რომ არსებობს ლიმიტი, თუნდაც ცის სახით, მაშინ როდესაც მთვარეზე ადამიანის ნაფეხურებია“ - უცნობი ავტორი
• „არასოდესაა ძალიან გვიანი გახდე ის, ვინც უნდა ყოფილიყავი“ - ჯორჯ ელიოტი
• „ყველა ჩვენი ოცნება შეიძლება ასრულდეს თუ ამის განხორციელებისთვის გამბედაობა გვეყოფა.“ - ვოლტ დისნეი
• „თუ რაიმე არ მოგწონს, მაშინ შეცვალე ის. თუ არ შეგიძლია შეცვალო ეს, მაშინ შეცვალე შენი დამოკიდებულება!“ - მაია ანგელო
• „როცა გკითხავენ შეგიძლიათ თუ არა ამ საქმის გაკეთება, უთხარით, რომ შეგიძლიათ! მერე კი დახარჯეთ დრო იმის შესასწავლად თუ როგორ გააკეთოთ ეს.“ - თეოდორ რუზველტი.