სიახლე HR სამყაროში! რა არის MyQ.ge?


MyQ.ge – არის ინოვაციური ადამიანების მიერ შექმნილი WEB პლატფორმა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და თითოეულ თქვენგანს მისცეს კომფორტული საშუალება, მარტივად გამოავლინოს თავისი ნიჭი, ცოდნა და უნარები.

სამწუხაროდ დამსაქმებლები ხშირად ვერ ამჩნევენ თქვენს რეალურ ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს. ამიტომაც, ჩვენ შევქმენით თქვენზე მორგებული სისტემა MyQ.ge, რომელიც გაძლევთ საშუალებას ძალიან მარტივად, და რაც მთავარია, უფასოდ წარუდგინოთ თქვენი რეალური შესაძლებლობები ქვეყნის უმსხვილეს დამსაქმებლებს.

MyQ.ge -ის უნივერსალური ტესტები, თამაშები და ფორმულები ორიგინალურად გაზომავს თქვენი მეხსიერების სიძლიერეს, სისწრაფეს, კონცენტრაციას, ლოგიკურ და მათემატიკურ აზროვნებას, უცხო ენისა და საოფისე პროგრამების ფლობას და სწრაფად და მარტივად მიაწვდის ამ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ კომპანიებს.
შემოგვიერთდით და იპოვეთ სასურველი სამსახური ჩვენთან ერთად!